Bookbot

Сны Ктулху. Sny Ktulkhu

Évaluation du livre

En savoir plus sur le livre

ამ წიგნის პერსონაჟები უძველესი ღმერთები, უჩხულები, კიბორჩხალას მსგავსი მახინჯი არსებები, ეშმაკთა ნაშიერები და სანახევროდ შეშლილი ადამიანები არიან. აქ ხშირად შეხვდებით საიდუმლო კულტის მიმდევრებს, მათ მიერ აღვლენილ სასტიკ რიტუალებს, ბაყაყებად ქცეულ ადამიანებს და უპირველეს ყოვლისა - ღვთაება ქთულჰუს, რომელიც აბსოლუტურ ბოროტებას განასახიერებს და ნებისმიერ პლანეტაზე ბევრად ხნისა არის. ჰოვარდ ლავკრაფტმა, რომლის შემოქმედებასაც "კოსმოსურ ჰორორად" მოიხსენიებენ, საშინელებათა ჟანრს "დიდ ლიტერატურაში" საპატიო ადგილი დაუმკვიდრა. მწერალი შესანიშნავად ახერხებდა, უაღრესად დამთრგუნველი და დაძაბული ატმოსფერო შეექმნა, რომელსაც მკითხველი ისე განიცდის, თითქოს თავად იყოს მოთხრობის პერსონაჟი - თავად ეძებდეს უცნობი პლანეტის, იოგგოტის ბინადრებს ვერმონტის მაღალ მთებში, ან წყვდიადში ჩაძირულს, არაამქვეყნიური, საზარელი ხმები ესმოდეს. ეს წიგნი არაა მათთვის, ვინც რომანტიკასა და ბედნიერ დასასრულს ელის. ეს წიგნი იმათთვისაა, ვისაც უცხო გალაქტიკები აინტერესებს, ვისაც სჯერა, რომ მოცემულ საგნებსა და მოვლებს მიღმა, რაღაც სხვაც არსებობს - ვინც იცის, რომ შეუძლებელია სამყარო მხოლოდ ის იყოს, რასაც ჩვენი თვალები ხედავენ.

Achat du livre

Сны Ктулху. Sny Ktulkhu, Howard Phillips Lovecraft

Langue
Année de publication
2018
product-detail.submit-box.info.binding
(souple)
Nous vous informerons par e-mail dès que nous l’aurons retrouvé.

Modes de paiement

4,1
Très bien
27 Évaluations

Il manque plus que ton avis ici.

Titre
Сны Ктулху. Sny Ktulkhu
Langue
Russie
Éditeur
AST
Publié
2018
Format
souple
ISBN10
5171078467
ISBN13
9785171078461
Séries
Évaluation
4,1 sur 5
Description